1. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი უკავშირდება 25 თებერვალს - საბჭოთა ოკუპაციის დღეს.
2. პროექტის სრული აღწერა:
· მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გაეცნობიან 2008 წლის აგვისტოს ანექსიას, ომის გმირებს, გ. კირაკოზაშვილის ხანმოკლე ცხოვრების გზას;
· მოსწავლეები გაემგზავრებიან სოფელ დიდ ჩაილურში, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული კაპიტნის, გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალთან, შეამკობენ ყვავილებით და მოაწყობენ ღონისძიებას;
· მოინახულებენ და ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვევენ გმირის დედას.
3. მონაწილეთა ასაკი: 10-11წ
4. ვადები: 1/II – 28/II
5. პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: ნაბიჯი 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას და ზოგადად მიმოვიხილავ საბჭოთა ოკუპაციის დღეს. საუბრის შემდეგ, მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები.
4. ვადები: 1/II – 28/II
5. პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: ნაბიჯი 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას და ზოგადად მიმოვიხილავ საბჭოთა ოკუპაციის დღეს. საუბრის შემდეგ, მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები.
ნაბიჯი 2. შეიქმნება სამიზნე ჯგუფი: V კლასის მოსწავლეები - 12 მოსწავლე (გაიყოფა ორ ჯგუფად), დამრიგებელი და მუსიკის მასწავლებელი.
ნაბიჯი 3. ჯგუფებში გავანაწილებ დავალებებს: ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე , ვინ რას და როდის აკეთებს, ვინ უკეთ იცის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვინ უკეთ ამბობს ლექსს, ვინ უკეთ მღერის და ა.შ. მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს.
ნაბიჯი 4. I ჯგუფი იმუშავებს ბიბლიოთეკაში , II - ინტერნეტში. მოძიებული ინფორმაცია დამუშავდება და შედგება ღონისძიების სამოქმედო გეგმა.
ნაბიჯი 5. გავანაწილებ მასალებს და მუსიკის მასწავლებლის დახმარებით მომზადდება კონცერტი. მშობლის დახმარებით, ვიშოვი და მოველაპარაკები სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლს. დავუკავშირდები გიორგი კირაკოზაშვილის დედას და მოვიწვევ ღონისძიებაზე.
ნაბიჯი 6. გავემგზავრებით სოფელ დიდ ჩაილურში და გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალთან ჩავატარებთ ღონისძიებას.
ნაბიჯი 7. სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მოხდება გადაღებული ღონისძიების ჩვენება სასკოლო საზოგადოებისათვის (მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექცია, მშობლები), გადაღებული სურათების გამოფენა.
6.მოსალოდნელი შედეგები:
· მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებს;
· გაეცნობიან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მასალებს, ე.წ. ,,აგვისტოს ომის”გმირებს.
· გაუღვივდებათ სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის გრძნობა;
· ჩამოუყალიბდებათ სამშობლოს დასაცავად დაღუპული გმირებისადმი პატივისცემის გრძნობა;
· განუვითარდებათ ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიების,გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარები;
7.სარგებელი სხვებისათვის: ორი სოფლის მოზარდები გაეცნობიან საქართველოს უახლესი ისტორიის მცირე მონაკვეთს, საქართველოს მთლიანობისათვის შეწირულ გმირებს.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან კავშირი: საზოგადოებრივი მეცნიერებები, მუსიკა, ისტ.
9. საგნებთან კავშირი: საზოგადოებრივი მეცნიერებები, მუსიკა, ისტ.
საზ. მეც.V-VI.9. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისა-თვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.
საზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქებთან.
ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
მუს.V.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.V.8. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ე.ს.გ.მუხლი 6. დამრიგებელი
დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოვიწვევთ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ღონისძიებაზე დასასწრებად
11. პროექტის ავტორი სახელი: მარინე კოჭლამაზაშვილი
12. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა: marikochlamazashvili@gmail.com