Thursday, January 5, 2012

”ჩვენი დროის გმირი” - გიორგი კირაკოზაშვილი




1. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი უკავშირდება 25 თებერვალს - საბჭოთა ოკუპაციის დღეს.
2. პროექტის სრული აღწერა:
·         მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გაეცნობიან 2008 წლის აგვისტოს ანექსიას, ომის გმირებს, გ. კირაკოზაშვილის ხანმოკლე ცხოვრების გზას;
·         მოსწავლეები გაემგზავრებიან სოფელ დიდ ჩაილურში, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული კაპიტნის, გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალთან, შეამკობენ ყვავილებით და მოაწყობენ ღონისძიებას;
·         მოინახულებენ და ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვევენ გმირის დედას.
3. მონაწილეთა ასაკი: 10-11
4. ვადები: 1/II – 28/II
5. პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: ნაბიჯი 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას და ზოგადად მიმოვიხილავ საბჭოთა ოკუპაციის დღეს. საუბრის შემდეგ, მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები.
ნაბიჯი 2. შეიქმნება სამიზნე ჯგუფი: V კლასის მოსწავლეები - 12 მოსწავლე (გაიყოფა ორ ჯგუფად), დამრიგებელი და მუსიკის მასწავლებელი.
ნაბიჯი 3. ჯგუფებში გავანაწილებ დავალებებს: ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე , ვინ რას და როდის  აკეთებს, ვინ უკეთ იცის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვინ უკეთ ამბობს ლექსს, ვინ უკეთ მღერის და ა.შ. მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს.
ნაბიჯი 4. I   ჯგუფი იმუშავებს ბიბლიოთეკაში ,  II -  ინტერნეტში. მოძიებული ინფორმაცია დამუშავდება და შედგება ღონისძიების სამოქმედო გეგმა.
ნაბიჯი 5. გავანაწილებ მასალებს და მუსიკის მასწავლებლის დახმარებით  მომზადდება კონცერტი. მშობლის დახმარებით, ვიშოვი და მოველაპარაკები სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლს. დავუკავშირდები გიორგი კირაკოზაშვილის დედას და მოვიწვევ ღონისძიებაზე.
ნაბიჯი 6. გავემგზავრებით სოფელ დიდ ჩაილურში და გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალთან ჩავატარებთ ღონისძიებას.
ნაბიჯი 7. სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მოხდება გადაღებული ღონისძიების ჩვენება სასკოლო საზოგადოებისათვის (მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექცია, მშობლები), გადაღებული სურათების გამოფენა.
6.მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებს;
·         გაეცნობიან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მასალებს, ე.წ. ,,აგვისტოს ომის”გმირებს.
·         გაუღვივდებათ სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის გრძნობა;
·         ჩამოუყალიბდებათ სამშობლოს დასაცავად დაღუპული გმირებისადმი პატივისცემის გრძნობა;
·         განუვითარდებათ ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიების,გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარები;
7.სარგებელი სხვებისათვის: ორი სოფლის მოზარდები გაეცნობიან საქართველოს უახლესი ისტორიის მცირე მონაკვეთს, საქართველოს  მთლიანობისათვის შეწირულ გმირებს.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან კავშირი: საზოგადოებრივი მეცნიერებები, მუსიკა, ისტ.
აზ. მეც.V-VI.9. მოსწავლეს შეუძლია  შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისა-თვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.
აზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირს ისტორიულ ფაქტები შესაბამის  ეპოქებთან.
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. V.5.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
მუს.V.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
უს.V.8. მოსწავლეს შეუძლია   მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ე.ს.გ.მუხლი 6. დამრიგებელი
დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოვიწვევთ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ღონისძიებაზე დასასწრებად
11. პროექტის ავტორი სახელი: მარინე კოჭლამაზაშვილი
12. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა: marikochlamazashvili@gmail.com














Sunday, December 18, 2011

”იმოგზაურებ ჩვენთან ერთად”?!



პროექტის თემა:
”იმოგზაურებ ჩვენთან ერთად”?!
სკოლა,
მასწავლებელი,
საკონტაქტო ინფორმაცია:  პატარა ჩაილურის საჯარო სკოლა
მარინე კოჭლამაზაშვილი
marikochlamazashvili@gmail.com
პროექტის მნიშვნელობა/
აქტუალობა:

  • პროექტი უკავშირდება თემა - მზის სისტემა - შესწავლას (უკეთესად გავიცნოთ მზის სისტემის პლანეტები).
  • მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გაიღრმავებენ ცოდნას მზის სისტემის შესახებ;
  • პრეზენტაციის საშუალებით შეძლებენ მიღებული ცოდნა გაუზიარონ თანაკლასელებს.
მონაწილეთა
ასაკი:                       10–11
პროექტის
ხანგრძლივობა:     ერთი კვირა
პროექტის მიზნები
და
შედეგები:     

  • მოსწავლეები შეისწავლიან მზის სისტემის პლანეტებს;
  • შექმნიან სარეკლამო ბუკლეტს;
  • განუვითარდებათ  საჭირო ინფორმაციის კვლევის და მოძიების, გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის, პრეზენტაციის, ისტ-ის გამოყენების უნარები.
ბუნ. VI.6. მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში.

  • სახელებს და აღწერს კოსმოსურ სხეულებს (მაგ. ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტა, ასტეროიდი, მეტეორი,მეტეორიტი); მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე წარმოადგენს სარეკლამო ბუკლეტს, რომელსაც თანდართული ექნება მოძიებული ინფორმაცია - ილუსტრაციებით.

შეფასების საგანი
და
პროცედურები:         მოსწავლეები შეფასდებიან ინფორმაციის შეგროვებისა და დახარისხების, ჯგუფში თანამშრომლობისა და აქტიურობის, პრეზენტაციის მიხედვით (შეფასების სქემა)
თვითშეფასებით, პრეზენტაციის შემდეგ, ჯგუფებს ვთხოვ წუთის განმავლობაში შეთანხმდენ და დაასახელონ დანარჩენი ორი ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომლის პრეზენტაცია უფრო მეტად მოეწონათ.
წინასწარი ცოდნა:    მოსწავლეებმა იციან რა არის კოსმოსი, გალაქტიკა, ციური სხეულები, ანსხვავებენ ერთმანეთისაგან ვარსკვლავებს და პლანეტებს;
იციან სიტყვა ,,სარეკლამო ბუკლეტი” მნიშვნელობა;
იციან კომპიუტერთან მუშაობა, ინტერნეტის გამოყენება, ინფორმაციის მოძიება, შენახვა და ამობეჭდვა.

სასწავლო მასალა
და
ტექნიკური რესურსი:         
ბუნება 6 - მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი, დ. კერესელიძე. მოსწავლის სახელმძღვანელო.
ბიბლიოთეკა - ენციკლოპედიები.
ფურცლები, კალმები, 3 კომპიუტერი, ინტერნეტი,   პრინტერი. 


პლანეტები 


სურათები

სასწავლო

პროექტის

მსვლელობა:

ნაბიჯი 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას. ვესაუბრები რეკლამის მნიშვნელობის შესახებ და ვთხოვ  გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები.
ნაბიჯი 2. შეიქმნება სამიზნე ჯგუფი: VI კლასის მოსწავლეები - 20 მოსწავლე (გაიყოფა სამ ჯგუფად), ბუნებისმეტყველების და ისტ-ის  მასწავლებლები.
ნაბიჯი 3. ჯგუფებში გავანაწილებ დავალებებს: ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე ,ვინ რას და როდის  აკეთებს, ვინ უკეთ იცის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვინ უკეთ აკეთებს პრეზენტაციას, მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს. შევადგენთ სამოქმედო გეგმას.
ნაბიჯი 4.  ჯგუფები მუშაობენ ბიბლიოთეკაში და  ინტერნეტში. მოძიებული ინფორმაცია დამუშავდება და შეიქმნება სარეკლამო ბუკლეტები .
ნაბიჯი 5.  პრეზენტაცია.
ნაბიჯი 6. პრეზენტაციის შემდეგ მოხდება პროექტის შეჯამება: რა გავაკეთეთ, როგორ წარმოვადგინეთ..
ნაბიჯი 7.  ჯგუფების შეფასება. კლასში ნამუშევრების გამოფენა.